რა ქონებას ფლობს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის მიერ 2021 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით , გიორგაძის მეუღლეს და საკრებულოს ახალი მოწვევის წევრს ვასილ ხახულაშვილს მარნეულში საერთო საკუთრება აქვთ.

ამირან გიორგაძის მეუღლე იამზე გელაშვილი ქალაქ მარნეულში აეროდრომის მიმდებარედ არსებული 3 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე ვასილ ხახულაშვილთან და მაკა ტაბატაძესთან ერთადაა. იამზე გელაშვილი აღნიშნული მიწის თანამესაკუთრე 2017 წელს გახდა და საკუთრებაში 15 000 ლარი გადაიხადა.

სექტემბერში გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იამზე გელაშვილი და ლია ხახულაშვილი ორი მიწის თანამესაკუთრეები არიან. 2019 წელს ქალაქ მარნეულში კოსტავას ქუჩაზე 386 კვ.მ მიწის ნაკვეთში გელაშვილმა 19 300 ლარად შეიძინა, ხოლო 1 132 კვ.მ მიწის ნაკვეთში 56 600 ლარი გადაიხადა.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის საკრბეულოს წევრმა ვასილ ხახულაშვილმა განუცხადა, რომ მის მეუღლეს, ლია ხახულაშვილს, იამზე გელაშვილთან თანასაკუთრება აღარ აქვს.

„ეს ორივე მიწის ნაკვეთი ჩემი მეუღლის ლია ხახულაშვილისაა. ახლა მხოლოდ ქალბატონ იამზესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად მაქვს თანასაკუთრებაში 3 000 კვ.მ მეტი არაფერი“. - განაცხადა ვასილ ხახულაშვილმა

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია 2004 წელს სოფელ საიმერლოში მემკვიდრეობით მიღებული მიწა და 2019 წელს ნაჩუქარი, 102,2 კვ.მ, ბინა თბილისში.

მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარის სახელზე მოძრავი ქონება რეგისტრირებული არაა, მაგრამ მისი მეუღლის, იამზე გელაშვილის სახელზე რეგისტრირებულია 2021 წელს 3 000 აშშ დოლარად შეძენილი HONDA FIT-ი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია