"ბედნიერება იმაშია, რომ დეპუტატმა ისურვა და ჩვენთან შეხვედრას მართავს"- დარგალი დამია გეურარხში შეხვედრას მართავს
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი, დამია გეურარხში მოსახლეობას ხვდება. მოქალაქეთა მიღება ადმინისტრაციულ შენობაში 10:00 საათიდან დაიწყო და 16:00 საათამდე გაგრძელდება. როგორც დარგალი რადიო "მარნეულთან" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია. ადგილობრივები მას ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემებით მიმართავენ. ამბობს, რომ მისთვის, როგორც მაჟორიტარისათვის ხალხთან უშუალო კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ფიქრობს, რომ მსგავსი შეხვედრები პრობლემების დაჩქარებულად გადაჭრაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

"მოქალაქეები მოდიან სხვადასხვა საკითხით, რომელიც შეიძლეა შეეხოს მერიას, სამინისტროს, თუმცა ჩვენთვის ყველა საკითხი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ შეგვიძლია შუამდგომლობის როლი ვითამაშოთ ამ პროცესში და დავეხმაროთ მოქალაქეებს. საკმაოდ ბევრი ხალხი მოდის. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ყველა სოფლიდან იყვნენ მოსულები უკვე. მოდიან სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საკითხებით. მაგალითად, ეს არის, საგზაო ინფრასტრუქტურა, სარწყავი წყალი, სკოლები და სხვა პირადი საკითხები. თუნდაც სოციალური მიმართულებით.  სოფელ კიროვკაში პრობლემა არის სკოლა. ამ საკითხს დავაყენებ განათლების მინისტრთან, რათა უახლოეს მომავალში დავგეგმოთ სკოლის მშნებლობა. "



მარენულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაურ დარგალის თქმით, მგავსი სახის შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება და პროცესში მერიის ჩართვასაც გეგმავს.

ჰუსეინ ალიევი ერთ-ერთიო ადგილობრივია, რომელიც დღეს ზაურ დარგალს შეხვდა და სოფლის პრობლემები გაუზიარა.

"წყალი, გზა, სასაფლაოზე ადგილი არ დარჩება ცოდა ხანში და მიწა უნდა გამოიყოს მაგისთვის. არის ზოგი პრობლემა , რასაც ოჯახი მოაგვარებს, ზოგს რწმუნებული ზოგი კი საკრებულო. მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენს მიერ არჩეული პარლამენტის დეპუტატი ზაურ დარგალი აქ არის - მოსახლეობას ხვდება. ბედნიერება იმაშია, რომ დეპუტატმა ისურვა და ჩვენთან შეხვედრას მართავს, პრობლემებით არის დიანტერესებული"


"ელექტრო ბოძებია დახრილი, გაფუჭებული. ესაა ძირითადი პრობლემები ჯერჯერობით. ზამთარში წყალი არ გვაქვს, არხს აჩერებენ, მე გლეხი ვარ და მიწისთვის მჭირდება წყალი. წყარო მოდის 2 დღეში ერთხელ მოგვაქვს და სხვა საჭიროებისთის ვიყენებთ. პრობლემა ბევრია "  - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი, მამედ მამედოვი

ზაურ დარგალი მოსახლეობას 18 იანვარსაც შეხვდება. შეხვედრა შულავრის ადმინისტრაციული ერთეულში (შულავერის ადმინისტრაციული შენობა). 10:00- დან 16:00 საათამდე გაიმართება.
Print