EU რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა
ევროკავშირი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა შეხვედრაზე (COREPER II-ის ფორმატში) მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციები დაუწესდება რუს ოფიციალურ პირებს და ოლიგარქებს, საზღვაო სექტორს და ბელორუსულ სამ ბანკს. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის თქმით, ახალი პაკეტი ითვალისწინებს რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე მყოფი 100 პირისთვის მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ სანქციები, ასევე, შეეხება საზღვაო ნავიგაციის ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთში. ევროკავშირის წევრის საფრანგეთმა თქვა, რომ პაკეტმა „განმარტა კითხვები“ კრიპტოვალუტების ირგვლივ, რაც მიზნად ისახავს მათი გამოყენების თავიდან აცილებას სანქციების გვერდის ავლით.

ახალ ზომებს ბლოკის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერები ოფიციალურად კვირის ბოლოს, ვერსალის სამიტზე დაამტკიცებენ.

წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები