მარნეულის მერიაში სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართა
დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. რაშიც მონაწილეობის მიღება 18-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შეეძლოთ. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნინო დეკანოიძე რადიო ,,მარნეულთან" ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში სისხლი ჰუმანიტარული სახით უკრაინაში გაიგზავნება.

,,თვითმმართველობამ დღეს დაგეგმა სისხლის დონაციის აქცია, დილიდან აქტიურად არიან ჩართულები ღონისძიებაში ადგილობრივი მოქალაქეები და მერიის თანამშრომლები, სისხლის გაღება მიმდინარეობს ეგიდით, გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე. მე  მივიღე ამ აქციაში მონაწილეობა, რადგან ყოველთვის მზად ვარ, გავიღო სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად".- განაცხადა დეკანოიძემ

ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სისხლის ბანკიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მარაგდება კლინიკები; სისხლი ხმარდება გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე, ონკოლოგიურ და სხავადასხვა სისხლის დაავადებების მქონე პაციენტებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები