"ველოტური თავისუფლებისთვის" - დმანისი, ბოლნისი, მარნეული
19 ივნისს, ქვემო ქართლში “ველოტური თავისუფლებისთვის” გაიმართება. აქტივობის მიზანი ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერის გამოხატვაა. ველოტურის მარშრუტი გაივლის ქვემო ქართლის 3 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:

დმანისი;
ბოლნისი
მარნეული.

ველოტური დაიწყება დმანისში, ბაზრობის ტერიტორიიდან. ცენტრალური გზით, ბოლნისის გავლით ტური დასრულდება მარნეულში.


"რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და აგრესია მხოლოდ აგვისტოს ომით არ შემოიფარგლება. ომი დღეს ისევ გრძელდება. რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ოკუპაციის შედეგად, რეგიონის გეოპოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. რეგიონის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, დადგნენ არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების წინაშე. საზოგადოება ირჩევს სწორ გზას. გზას, რომელიც უარს ამბობს რუსულ აგრესიაზე და მომხრეა ევროატლანტიკური ინტეგრაციის." - წერია ღონისძიების აღწერაში.


ღონისძიება ტარდება CENN-ის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „„სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში.

ველოტურის ორგანიზატორები არიან: სამირა ბაირამოვა, ელნურ ალისოი, ნაშირ ორდუხანოვი, თიკო დავაძე, დემოკრატიის მცველები



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები