მოსკოვიდან მინსკის, ერევნისა და სტამბულის მიმართულებით დღეს ყველა ავიაბილეთი გაყიდულია - მედია
მოსკოვიდან მინსკის, ერევნისა და სტამბულის მიმართულებით პირდაპირ ფრენებზე დღეს ბილეთები აღარ იძებნება. მაგალითად, „აეროფლოტისა“ და ავიაბილეთების ონლაინ მაღაზიის Aviasales.ru-ს ვებსაიტებზე მოსკოვიდან მინსკისა და ერევნის მიმართულებით პირდაპირი ფრენებისთვის ბილეთების შეძენა მხოლოდ მომდევნო დღეებშია შესაძლებელი.

როგორც ბელარუსული მედიაგამოცემა Nexta წერს, ბილეთები ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ სრულად გაიყიდა.


დღეს ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება.

პუტინის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და, პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ გაწვეული იქნება 300 000 რეზერვისტი.

„რუსეთს აქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი – თითქმის 25 მილიონი ადამიანი. ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარება სამობილიზაციო რესურსის 1%-ზე ცოტა მეტი. გამოძახებული იქნება 300 000 რეზერვისტი. დღეს ჩვენ ვეომებით არა იმდენად უკრაინის არმიას, რამდენადაც კოლექტიურ დასავლეთს“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები