ვინ გააუქმა პირადობის მოწმობებში "ეროვნების" გრაფა
დავით ზურაბიშვილი პარლამენტარ იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“-ში ისხენებს თუ როგორ შეიცვალა პირადობის მოწმობებში გრაფა „ეროვნება“.

დავით ზურაბშვილის აზრით, ქართული ლიბერალიზმი წამოვიდა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკის საპირწონედ
ეს იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონდათ გამსახურდიას ნაციონალიზმი, მაგალითად, ეთნიკური უმცრესობების მიმართ დამოკიდებულება“-ამბობს ზურაბშვილი

მისი თქმით, მთელ იმ პერიოდის საქართველოში იყო დისკრიმნაცული დამოკიდებულებები, სომხების, აზერბაიჯანელების, ოსების მიმართ. პროდასავლურად განწყობილი ადამინები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ იდეოლოგიას იყვნენ ქართული ლიბერული ღირებულებების მატარებლები იმ პერიოდში.

„ადრე ეთნიკური კუთვნილება იწერებოდა პირადობის დამადასტურებელ საბუთში. დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ვთვლი, რომ სრული სიგიჟე იყო ამ პუნქტის არსებობა. რატომ უნდა ჩაგეწერა საქართველოს მოქალაქეს: სომეხია, აზერბაიჯანელია, ქართველია, ოსია - რა მნიშვნელელობა აქვს. ყველა არის საქართველოს მოქალაქე. სახელმწიფო ამით უნდა ყოფილყო დაინტერესებული, მაგრამ ეს საბჭოთა კლიშე იმდენად ძლიერი იყო, ეთნო - ნაციონალიზმი, რომ მაგალთად გურამ შარაძე, რომელმაც წამოწია ეს კამპანია ორგანიზაცია იყო „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ რომელიც გამოდიოდა ინიციატივით, რომ აღვადგინოთ ეროვნების გრაფა პასპორტში. პასპორტში ეწეროს ეროვნება და პირადობის მოწმობაში ეროვნება. ბევრი დებატი იყო ამ თემაზე. თავის დროზე გაუქმება როგორ მოხდა. პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა გააუქმა. სააკაშვილი იყო სხვათაშორის ხელმძღვანელ ამ იურიდული კომიტეტის. ინიციატორი კი იყო კობა დავითაშვილი- იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროსი. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, სააკაშვილის მოადგილე კი ნინო ბურჯანაძე იყო. ამ სამი ადამანის დამსახურებაა „ეროვნების“ გრაფის გაუქმება საბუთებში. შემდგომში როდესაც ისევ წამოიწყო შარაძემ აღდგენის საკითხი, მას აყვნენ მწერლების ნაწილი, ძველი ინტელეგინციის ნაწილი. ესენი გამოდიოდნენ ამ ეროვნული პოზიციიდან, როგორ მე რომ ქართველი ვარ მინდა რომ მეწეროს რომ ქართველი ვარ! ამის წინააღმდეგ არ იმუშავა ლიბერალურმა რიტორიკამ. ყველა ადამიანი თანასწორია, კანონის წინაშე, ამან არ იმუშავა. სამაგიეროდ რამ იმუშავა კარგად: კობა დავითაშვლმა ერთ-ერთ პოლემიკაში თქვა და ეს აღმოჩნდა მთავარი არგუმენტი. დავით აღმაშენებელს რომ ჩაეწერა პასპორტში ეთნიკური კუთვნილება ახლა გვექნებოდა ყოფჩაღეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ჩვენ რომ სახლემწიფო ვართ ყველა ქართველი ვართ. და უფრო მეტი და კარგი არ არის, რომ არაქართველი გახდება ქართველი სამოქალაქო თვალსაზრისით. ასე გაიგეს."

დავით ზურაბისვილის თქმით, ამ თემის ახსნა მოხდა ლიბერალისტური და ცოტა ნაციონალიზმის თვალსაზრისით. თუმცა ზუსტად ამ არგუმენტებით კობა დავითაშვილმა შეძლო ამ საკითხის მოგვარება პარლამენტარებთან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები