მარნეულის საკრებულოს სხდომა 30 იანვარს ჩატარდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ორშაბათს, 30 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ ანონსი საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციის თანახმად, სხდომა ხუთ საკითხის განხილვაა დაგეგმილი:

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. მაია ნავერიანი, თეონა ფარჯიანი/

2. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შეთანხმების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის №12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. თეონა ფარჯიანი/

3. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის N76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. თეონა ფარჯიანი/

4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტის შესახებ.
/მომხს. ადილ ალიევი/

5. სოციალური საკითხები.
/მომხს. ზურაბ ჭონიაშვილი/


საკრებულოს სხდომებზე დასწრება მოქალაქეებისთვის თავისუფალია.
Print