ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხმის მიცემის შედეგები რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

მან ხმების 52.58% მიიღო.

ენმ-ს თავმჯდომარეობის არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. ხმის მიცემის პროცესი 28 იანვრის 10:00 სთ-ზე დაიწყო და 30 იანვრის 10:00 სთ-ზე დასრულდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები