კობახიძე: მთავრობაში ერთი ცვლილება მოხდება — ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობაში ერთადერთი ცვლილება მოხდება – თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდად წარდგენის შემდეგ დარჩენა ყველა მინისტრს შესთავაზა. თუმცა, ჯუანშერ ბურჭულაძეს თანამდებობიდან წასვლა თავად სურდა.

„მას სურს პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადასვლა”,
– თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა სხვა მინისტრი თანამდებობას შეინარჩუნებს.

ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობები დღეს ოფიციალურად გაცვალეს – ღარიბაშვილი „ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდა, კობახიძე კი პარტიის ყრილობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები