ვიცე-პრემიერების პოსტებს წულუკიანი და ჩიქოვანი დაიკავებენ
ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერების პოსტებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებენ.

ვიცე-პრემიერები ირაკლი კობახიძის მისი მთავრობის პირველ სხდომაზე დღეს, 12 თებერვალს დაასახელა.

წულუკიანს ვიცე-პრემიერის პოსტი ეკავა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაშიც.

რაც შეეხება პირველ ვიცე-პრემიერს, ამ პოსტს ლევან დავითაშვილი შეინარჩუნებს.

ირაკლი კობახიძემ ასევე ოფიციალურად წარადგინა მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი. მიშა ფეიქრიშვილი ამ პოსტზე ნინო გიორგობიანს შეცვლის.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები