სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მალე
შეხვდებიან ერთმანეთს, რათა დადგინდეს საზღვრები
და მიაღწიონ წინსვლას სამშვიდობო ხელშეკრულების საქმეში, განაცხადეს
კავკასიის ქვეყნების ლიდერებმა მიუნხენში გერმანიის კანცლერ ოლაფ
შოლცთან შეხვედრის შემდეგ.
აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო APA-ს 18 თებერვალს მოჰყავს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადება, რომ მისი საგარეო
საქმეთა მინისტრი
ჯეიჰუნ ბაირამოვი "მალე" შეხვდება სომეხ კოლეგა
არარატ მირზოიანს, თუმცა თარიღი მითითებული არ არის.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საგარეო
საქმეთა მინისტრების შეხვედრა ეხება სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის
შემდგომ განხილვას და შეთანხმებას.