ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში წერს, რომ ევროკავშირი
არალეგალურად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის
საარჩევნო უბნებს.
„ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის,
დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, –
წერია X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ
რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და
საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის
მასობრივად ჩართვის მიზნით. განცხადებას საგარეო უწყება
ავრცელებს.