მოგვმართეთ წერილით - მერია არ გვპასუხობს როგორ შეირჩა 714 261 ლარის ღირებულების პრექტები
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ერთ კომპანიასთან 714 261 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. მარნეულის მერიამ გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება შპს „ფილა 2010“-თან დადო, რომლის მიხედვითაც კომაპანიამ მუნიციპალიტეტში 14 სკვერი, გასართობი საბავშვო მოედანი, ფანჩატური და ღია სავარჯიშო სივრცე უნდა მოაწყოს.

პროექტების განხორციელებისათვის მარნეულის მერიას თანხა საქართველოს მთავრბამ მისცა. პროექტები „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის ფარგლებში დაფინანსდა. ინიციატივის მიხედვით, თანხა გამოიყო საქართველოს
54 მუნიციპალიტეტისათვის, ხოლო პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში უნდა განხორციელებულიყო მოსახლეობას თავად უნდა აერჩია.

მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მერიის წარმომადგენელს ვერ ჩავწერდით და კითხავზე, თუ სად და როდის გაიმართა მოსახლეობასთან კონსულტაციები პასუხის გაცემას მხოლოდ წერილობთ შეძლებდნენ. გვთხოვეს წერილობით მიმართვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მერიიდან პასუხს, სავარაუდოდ, 10 დღის შემდეგ მივიღებთ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიას ვებგვერდსა თუ სოციალურ ქსელებში არ ჰქონდა გამოქვეყნებული ინფორმაცია მოსახლეობასთან კონსულტაციების შესახებ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მარნეულის მერიისათვის მიცემული ნებართვის შესაბამისად, ვინაიდან „მოქალაეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივით დასახლებებში გაიმართა მოსახლეობასთან კონსულტაციები და განსახორციელებელი პროექტები ბევრია, მათი დროში არ გაწელვისათვის საჭიროა, რომ ხელშეკრულება გამარტივებული წესით გაფორმდეს.

„წარმოდგენილი მომართვებიდან ირკვევა, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა ეფუძნება მოქალაქეთა მონაწილეობისა და ჩართულობის ხელშეწყობის პრინციპს, რისთვისაც დასახლებებში იმართება მოსახლეობასთან კონსულტაციები, სადაც მოქალაქეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი პროექტის შერჩევის თაობაზე“. - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულებაში

მარნეულის მერიას უკვე მიმვმართეთ ოფიციალური წერილით, რათა გაგვცენ პასუხი კითხვაზე, როდის და სად გაიმართა კონსულტაციები მოქალაქეებთან. ადგილობრივმა თვითმმართველობამ, კანონმდებლობის შესაბამისად, ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მოგვაწოდოს, ან გამოიყენოს 10 დღიანი ვადა, თუ ჩვენს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას დამუშავება სჭირდება.

საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ 20 000 000 ლარი გამოიყო, რომელიც 54 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდა. მარნეულის მერიამ მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხიდან 756 716 ლარი მიიღო.

გთავაზობთ პროექტების ჩამონათვალს, რომელიც მერიამ გამარტივებული წესით შეისყიდა:

1. გუდიაშვილის ქუჩაზე საბავშვო მოედნის მოწყობა
2. ქალაქ მარნეულში, საიათნოვას ქუჩაზე საბავშვო მოედნის მოწყობა
3. ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩა N59 ა/ბ-ში საბავშვო სივრცის მოწყობა
4. ქალაქი მარნეული , ქუჩა 26 მაისის , N 66-ში საბავშვო მოედნის მოწყობა
5. ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე N5-ში ტრენაჟორების მოწყობა
6. სოფელ ალგეთში სკვერში სავარჯიშოების მოწყობა
7. ქალაქ მარნეულში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა სკვერი მოწყობა
8. ქალაქ მარნეულში „სმპ“-ს დასახლებაში საბავშვო მოედნის და სეფტიკის მოწყობა
9. ქალაქ მარნეულში ბაქოს ქუჩაზე სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა
10. ქალაქ მარნეული, რუსთაველის ქუჩა N11-ში ფანჩატურის მოწყობა
11. ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩა 114-ში საბავშვო მოედნის და სეფტიკის მოწყობა
12. ქალაქ მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე საბავშვო მოედნის მოწყობა
13. ქალაქ მარნეულში გოგებაშვილის ქუჩაზე ტრენაჟორების მოწყობა
14. ქალაქ მარნეულის სამხედრო დასახლებაში ტრენაჟორების მოწყობა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1