ვინ არიან „ოცნების“ შემომწირველები მარნეულიდან
პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩვენო წელს ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო. აგვისტოს მონაცემებით, მათ ანგარიშზე 1 758 000 ლარის შემოწირულობა დაფიქსირდა.

ანტიკორუფციული ბიურო, რომლის მიზანია, სახელიდან გამომდინარე, კორუფციასთან ბრძოლა აფიქსირებს პარტიულ შემოწირულობებს. შემომწირველების ვინაობა ღიაა, რაც გვაძლევს საშუალებას დავაფიქსიროთ რა ინტერესები ამოძრავებს კომპანიას ან ფიზიკურ პირს რომელიც შემოწირულობას უკეთებს ამა თუ იმ პარტიას.

რადიო „მარნეული“
დაინტერესდა არიან თუ არა მმართველი პარტიის შემომწირველების სიაშია მარნეულელი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ან მათთან დაკავშირებული პირები.

აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე ფიქსირდება შემოწირველების სია 2012 წლიდან. იმ დროიდან, როდესაც „ქართულმა ცონებამ“ დემოკრატიული გზით დაამარცხა ნაციონალური მოძრაობა.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, შემომწირველების სიაში არ მოიძებნა არც ერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი პარლამენტარი - არც მოქმედი და არც ყოფილი. შემოწირულობა არ გაუკეთებია 2012 წლიდან პროპორციული სიით დეპუტატის სავარძელში მსხდომ მახირ დარზიევს, არც მაჟორიტარ დეპუტატს ალი მამედოვს, სიაში ვერ ნახავთ რუსლან ჰაჯიევს, თამაზ ნავერიანს, სავალან მიზროევს და ვერც ზაურ დარგალს. არც პარტიის ინტერესების დამცველ თვითმმართველობის თანამდებობის პირებს ნახავთ, არც ყოფილ მერებს - თემურ აბაზოვს, ზაურ დარგალს როგორც ყოფილ მერს, ან მოქმედ კენან ომაროვს. არც მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ფიქსირდება შემომწირველებში.

ჩვენ ამოვიღეთ მონაცემები 2012 წლიდან დღემდე, თუ ვის შესწირეს თანხა. მარნეულელების იდენტიფიცირებისათვის გამოვიყენეთ პირადი ნომრის პირველი ოთხი ციფრი 2800, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტში პირის დაბადების აღმნიშვნელია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2022 წლის შემდეგ არც ერთ მარნეულელს პოლიტიკური პარტიისათვის თანხა არ შეუწირია.

გთავაზობთ პირების ვინაობას და შემოწირული თანხის ოდენობას.


2021 წელი:

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ჰუსეინალი განჯაევი - 5,000.00 ლარი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” აგილ ამირჯანოვი - 2,200.00ლარი

აგილ ამირჯანოვი მარნეულის მერიის ქონების მართბის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია 2023 წლიდან.


2020
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” 21/09/2020 პაატა შუბითიძე - 60,000.00

პაატა შუბითიძე არის შპს “ქციას” მფლობელი. ამ კომპანიას მარნეულში ყველაზე მეტი ტენდერი აქვს მოგებული გზის დაგების პროექტებზე. ასევე პაატა შუბითიძე არის მარნეულის მერის მოადგილის თემურ შუბითიძეს მამაა.

2019 წელს შემოწირულობა არ ფიქსირდება

2018 წელი:
2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას პარტია ქართული ოცნება ღიად უჭერდა მხარს. პარტიისთვის შემოწირულობა მარნეულში დარეგისტრირებული პირებისგან არ ფიქსირდება თუმცა სალომე ზურაბისშვილის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის ანგარიშზე მარნეულიდან ორი შემოწირულობა იყო.

სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი 26/11/2018 ადილ ალიევი - 8,000.00 ლარი
ადილ ალიევი მარნეულის საკრებულოს დეპუტატია პარტია ქართული ცონების სიიდან

სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი თამარ ქალდანი - 500.00 ლარი

2017
ირაკლი ბოჭორიშვილი - 2,900.00 ლარი

შუქურ აბასოვი - 67.50 ლარი

აგილ ამირჯანოვი - 45.00 ლარი
მარნეულის მერიის ქონების მართბის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი 2023 წლიდან.
2016 წელი:
ინტიგამ ისმაილოვი - 33,000.00 ლარი
ვასილ ხახულაშვილი - 20,000.00 ლარი
მარნეულის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“

2015 წელი:
ირაკლი ხორბალაძე 10,000.00

2014 წელი
ინტიგამ ისმაილოვი - 35,000.00 ლარი
ელჩინ გეიდაროვი - 400.00 ლარი
ელჩინ გეიდაროვი - 220.00 ლარი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1