„ჯერ გზა, შემდეგ ზეიმი“ — აქტივისტები იორმუღანლის სოფელში გამართულ “ჩაის ფესტივალის” ფონზე გზის რეაბილიტაციას ითხოვდნენ
11 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ადგილობრივმა თვითმმართველობამ “ჩაის ფესტივალი” ჩაატარა. სცენაზე ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სიტყვით გამოდიოდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობასშორის, რომელიც კონცერტს ესწრებოდნენ, სამოქალაქო აქტივისტებმა პლაკატი გაშალეს წარწერით- “ჯერ გზა, შემდეგ ზეიმი“. მცირე აქციიის შესახენ საკუთარ ფეისბუქ ლაივის დროს, თოზუ გულმამმადლი გვიყვებოდა.

„ახლა “ჩაის ფესტივალზე” ვართ. ეს ის სოფელია, სადაც გზა და წყალი არ არის. „ქართული
ოცნებას” სხვა დროს არ ახსენდება, რომ აქ ხალხი ცხოვრობს. მინისტრს, გუბერნატორს არ ახსენდება. ახლა კი საარჩევნოდ მოვიდნენ და ხმას ითხოვენ და “ჩაის ფესტივალს” უწოდებენ. ჩაის ფესტივალი — ერთი მაგიდაა და ერთი სამოვარი ჩაისთვის. სონღულაშვილი მოვიდა და აქაა. მას პარლამენტში ყოფნის პერიოდში ერთხელაც კი არ უსაუბრია ჩვენ პრობლემებზე. ავთანდილი კი ერთხელ ვნახე წინა არჩევნების წინ. ხოლო ალექსი ეგელაშვილი, როცა საუბრობს, ამბობს, რომ თქვენს სოფელში არანაირი პრობლემა არ არსებობს. წარმოიდგინეთ, რამდენი პრობლემაა, რაც გვერდით დარჩა. ისინი ჩაის ფესტივალს ატარებენ, თითქოს ხალხი მოვა, ჩაის დალევს, მომღერალს მოუსმენს და ხმას მისცემს. ეს ბაღის ეზოა, მისი შემოგარენი. ზედა უბნზე წყლის ონკანები არ არის. სასმელი წყლის პრობლემა არის. ჩვენი უფლებების შესახებ საუბარი შეუძლებელია. ვეკითხები, ჩვენს სოფელში განათლების, გზის, წყლის პრობლემა არ არის? ჩვენ აქ ზეიმის წინააღმდეგი არ ვართ. მანამდე კი ჩვენ გვჭირდება გზა, წყალი, თანასწორუფლებიანობა და თანაბარი შესაძლებლობები“, — განაცხადა თოზუ გიულმამმადლიმ.

აქტივისტის პირდაპირ ეთერში გვესმოდა სცენიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის მიმართვა ფესტივალის დამსწრეებს. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის საუკუნეობრივ მეგობრობაზე.

„საქართველოში მცხოვრებ ყველა ხალხს თავისი კულტურა და ტრადიციები აქვს. ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, ჰარმონიული თანაცხოვრება საუკუნეების განმავლობაში დღემდე იმის გამოა, რომ ჩვენ ვაფასებთ და ვცემთ პატივს ერთმანეთის ტრადიციებს. ჩაი თქვენთვის და ჩვენთვის სიყვარულის სიმბოლოა. დღეს ჩვენ ყველამ ამ ფესტივალზე ჩაი დავლიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მეგობრები ვართ, საერთო მიზნები გვაქვს და ერთმანეთს პატივს ვცემთ. მინდა, გისურვოთ წარმატებები. ვისურვებ, რომ თქვენი ცხოვრება ფესტივალივით სილამაზით, მეგობრობითა და წარმატებებით იყოს სავსე“, — განაცხადა ლია გიგაურმა.

გასული წლიდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმა ფესტივალების ჩატარება დაიწყო. საგარეჯოში “ჩაის ფესტივალია”, მარნეულში კი „მარნეულობა“ იყო და ა.შ. საგარეჯოში როგორც მარნეულში საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ამიტომ ორგანიზატორებმა აზერბაიჯანიდან მომღერალი მოიწვიეს.


სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ საიტზე ჩვენ ვერ შევძელით გაგვერკვია თუ რა თანხა დაუჯდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ღონისძიების ჩატარება. საგარეჯოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კი ჩვენ ზარებს არ პასუხობდა. ამიტომ მასალა განახლდება როგორც კი ჩვენთვის გახდება ცნობილი თუ რა ფასად დაუჯდა საქართველოს მოქალაქეებს- გადასახადების გადამხდელებს “ ჩაის ფესტივალი”.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1