ქართული ოცნების დელეგატი დავით შერაზადაშვილი ბოლნისის
მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო შეხვედრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან
ერთად მართავს.
პოლიტიკოსის ფეისბუქზე გამოქვეყნდა ფოტომასლა, სადაც აზერბაიჯანში
მოღვაწე ადამიანები ბოლნისის სოფელ დარბაზში და ტალავერში
წინასაარჩევნო აგიტაციაში იღებენ მონაწილეობას.
“მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მსურს მადლობა გადავუხადო ბატონებს -
მუშფიკ ბორჩალის, ფარმან ბორჩალის, რასიმ ისმაილოვს და ფამილ
ჩირაკოვს. ისინი ჩვენი მუნიციპალიტეტიდან არიან და ამჯერად,
წარმატებით საქმიანობენ ბაქოში
თუმცა, ყოველთვის ჩვენს გვერდით
დგანან. ჩვენ ყველა ვირჩევთ მშვიდობას და მჯერა, რომ 26 ოქტომბერს
კვლავ ღირსეულად გავიმარჯვებთ” - წერია დავით შერაზადაშვილის გვერდზე
გავრცელებულ ინფორმაციაში
რამდენიმე პირი, ვინც დავთ შერაზადიშვილთან ერთად ქართული ოცნების
წინასაარჩევნო აგიტაციაში იყო ჩართული აზერბაიჯანის მოქალაქეები
არიან. მათ შორისაა მუშფიქ მადადოღლუ , რომელიც 30-მდე წიგნის
ავტორია, იგი ამჟამად გამომცემლობა “ZiM.Az” - ის დამფუძნებელი და
აღმასრულებელი დირექტორია. გავრცელებულ ფოტოებში ასევე ჩანს ქამრან
რამაზანლი, რომელიც აზერბაიჯანში საზოგადოებრივი კავშირის
თავმჯდომარეა (SOYDAŞ ). ასევე, ბოლნისის სოფელ ტალავარში
წინასაარჩევნო აგიტაციაში იღებდა მონაწილეობას აზერბაიჯანის მოქალაქე
ალფატუნ ამაშოვი, რომელიც აზერბაიჯანის ყოფილი პარლამენტარია და
ამჟამად მედიასფროში აგრძელებს მუშაობას.
როგორც რადიო მარნეულს „გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, გიგი
ჩიხლაძემ განუცხადა, აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ
საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვა და საარჩევნო კოდექსის
მიხედვით, კანონდამრღვევი პირზე 2000 ლარიანი ჯარიმაა
განსაზღვრული.