როდესაც იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, ის უნდა იყოს დამყარებული
კონკრეტულ მტკიცებულებებზე
და ფაქტებზე, რომელმაც უნდა გაუძლოს ყველა ინსტანციას, — ასე
გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოსამართლე ვლადიმერ
ხუჭუას გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც თეთრიწყაროს სასამართლომ
ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ
საიას სარჩელი დააკმაყოფილა, რაც ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის
ხმის ფარულობის უფლების დაცვასთან მიმართულებაში.
"
მე მოვისმინე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება
და ის ვარაუდი, რაც იყო, აბსოლუტურად გამართლდა — არანაირი
მტკიცებულება, არანაირი ფაქტები. რა მოტივით და კრიტერიუმებით იქნა
მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, აბსოლუტურად გაუგებარია. ასევე
მოვისმინე, რომ ცესკო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როდესაც
იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, ის უნდა იყოს დამყარებული კონკრეტულ
მტკიცებულებებზე და ფაქტებზე, რომელმაც უნდა გაუძლოს ყველა
ინსტანციას. დაველოდოთ, რა იქნება და როგორ იქნება. როდესაც მოვისმინე
ამ მოსამართლის ოჯახის წევრების ინტერვიუები, ჩემთვის ყველაფერი
ნათელი და ცხადი გახდა. არ შევდივარ დეტალებში. ვინც მოუსმენს
ინტერვიუს, იმათთვისაც ყველაფერი ცხადი იქნება", — აღნიშნა
კახა კალაძემ.