პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ტვ პირველის”
ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და მისი ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე
დაშავდნენ.
როგორც „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა მაკა ანდრონიკაშვილმა ლაივ
ჩართვაში
განაცხადა, მარიამ გაფრინდაშვილს, სავარაუდოდ, თავი აქვს გატეხილი.
მისივე ცნობით, გაფრინდაშვილს აღენიშნებოდა გონების დაკარგვის
ეპიზოდი.
მარიამ გაფრინდაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანით ინგოროყვას
კლინიკაში გადაიყვანეს.