„ქართული ოცნება“ ამზადებს კანონპროექტს, რომელიც პიროტექნიკის
უნებართვოდ შემოტანა-გაყიდვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ
რეგულაციებს ამკაცრებს. ახალი რეგულაციებით, პიროტექნიკური ნაწარმის
იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია ნებართვის/ლიცენზიის
გარეშე დასჯადი იქნება ჯარიმით 5 000 ლარიდან 6 000 ლარამდე.
კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე პიროტექნიკის შეძენა-გამოყენებაზე
შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებისა და სანქციების
დაწესებას. დოკუმენტი
2025 წლის 1 აპრილიდან შევა ძალაში, რათა
ბიზნესებს საკმარისი დრო ჰქონდეთ რეგულაციების შესასრულებლად.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები რატი
იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და სხვა „ქართული ოცნების“
წარმომადგენლები.