დმანისელების საყურადღებოდ: მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი მიმართულებები დაინიშნა
2025 წლის 14 იანვრიდან დმანისის მუნიციპალიტეტში უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი დამატებით ახალი მიმართულებებით მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას.

მიმართულებები:
ყოველ ოთხშაბათს:

10:00 საათზე სოფელი ლოქჭანდარი → ქალაქი დმანისი
16:00 საათზე ქალაქი დმანისი → სოფელი ლოქჭანდარი
10:00 საათზე სოფელი კამიშლო → ქალაქი დმანისი
16:00 საათზე ქალაქი დმანისი → სოფელი კამიშლო
10:00 საათზე სოფელი "აზერბაიჯანული" კაკლიანი → სოფელი ბოსლები → ქალაქი დმანისი
15:00 საათზე
ქალაქი დმანისი → სოფელი ბოსლები → სოფელი "აზერბაიჯანული" კაკლიანი

ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს:
უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას დამატებით კონკრეტული მიმართულებებით მოემსახურება, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს უფრო მოხერხებულად გადაადგილდნენ. ამის შესახებ დმანისის მერია სოციალურ ქსელში ინფრმაციას ავრცელებს.

ამ ინფორმაციის გავრცელებას გამოეხმაურა დმანისელი რეჟისორი და ორგანიზაცია "შეხვედრის აგილის დამფუძნებელი ლაშა ჩხვიმიანი.

ასეთი ძალა აქვს გაერთიანებულ სამოქალაქო საზოგადოებას ,“ — წერს რეჟისორი და მსახიობი ლაშა ჩხვიმიანი სოციალურ მედიაში.

მისი თქმით, 2023 წელს დმანისელი 312 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიციის შედეგად ამოქმედებულმა მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამამ ბუნებრივად დაიწყო განვითარება და პროგრამას კიდევ 5 სოფელი დაემატა.

დღეს პროგრამა ემსახურება დმანისის 29 სოფელს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილებას უფრო კომფორტულს და ხელმისაწვდომს ხდის.

თუმცა, დმანისის მუნიციპალიტეტის 28 სოფელი კვლავ ტრანსპორტის გარეშეა. ლაშა ჩხვიმიანი აღნიშნავს, რომ ამ სოფლების პროგრამაში ჩართვა მთლიანად მოქალაქეების აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული: „მოქალაქეების აქტიურობაზეა დამოკიდებული, მათგან რომელი შემოუერთდება პირველი ამ პროგრამას,“ — აცხადებს იგი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები