ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) შინაგან საქმეთა სამინისტროს
განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტის დირექტორი აღარაა.
ამ თანამდებობაზე რომან ქარცივაძემ შეცვალა.
გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, გელა გელაძეს ახალი მოადგილე ჰყავს –
მარიამ ტაბატაძე, რომელიც ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს,
ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.
მარიამ ტაბატაძე ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია. 2018 წლიდან იგი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013-2018
წლებში კი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი იყო. 2005-2013 წლებში
მარიამ ტაბატაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა
პოზიციაზე მუშაობდა.