ქართული ოცნების დეპუტატმა ვახტანგ თურნავამ ქონებრივი დეკლარაცია
შეავსო,
რომელიც მისი აქტივების და მიღებული შემოსავლების შესახებ მოიცავს
ინფორმაციას.
თურნავა პარლამენტის წევრი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად
გახდა, იქამდე კი ბიზნეს სექტორში კერძოდ კი IT სფეროში საქმიანობდა
და კომპანია "სვიფტს" ხელმძღვანელობდა, რომელიც შემდგომში ესპანურმა
Making Science-მა შეიძინა.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ვახტანგ თურნავას საკუთრებაშია ორი
საცხოვრებელი ბინა და ოთხი ავტოფარეხი, თბილისში, ჭავჭავაძის
გამზირზე. ერთ-ერთი ბინა 2024 წელს შეიძინა 190,000 აშშ დოლარად, 61.8
კვ.მ ფართით. მეორე ბინა კი 2021 წელს, 125,000 დოლარად (83.6
კვ.მ).
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ვახტანგ თურნავა ნაღდი ფულის სახით
ინახავს 430,000 ევროს, ასევე ეკუთვნის 13 ერთეული ბიტკოინი, რომელთა
ღირებულება ამჟამად 1.3 მილიონ დოლარს აღემატება. ასევე კომპანია
Making Science Group SA-ს 52,000 აქციას, რომლის ღირებულებაც ამჟამად
481,000 ევროს აღემატება.
ვახტანგ თურნავას ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია
შვიდი ძვირადღირებული საათი, რომელთა საერთო ღირებულება აღემატება
150,000 ევროს. ქვემოთ მოცემულია სრული სია:
ვახტანგ თურნავას საათების კოლექცია
Rolex Milgauss - ღირებულება: 13,436 ევრო
Rolex Datejust 41 - ღირებულება: 16,428 ევრო
Audemars Piguet Royal Oak Chronograph - ღირებულება: 47,312 ევრო
Rolex Datejust 41 - ღირებულება: 10,346 ევრო
Rolex Cosmograph Daytona - ღირებულება: 44,502 ევრო
Rolex Yacht-Master 40 - ღირებულება: 25,767 ევრო
Rolex GMT-Master II - ღირებულება: 19,900 ევრო
ვახტანგ თურნავას დეკლარაციის თანახმად, მას გაცემული აქვს 87 ათასი
ევროს და 20 ათასი აშშ დოლარის სესხები.
ამასთან, ვახტანგ თურნავა წარსულში ფლობდა წილებს რამდენიმე შპს-ში,
თუმცა 2024 წლისთვის არცერთ მათგანში არ მიუღია შემოსავალი. 2024 წელს
პარლამენტის წევრობის პერიოდში მისმა სახელფასო შემოსავალმა შეადგინა
4,778 ლარი.