სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო
სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება „ლელო - ძლიერი
საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძისთვის 8-თვიანი პატიმრობის მისჯის
შესახებ. ამაზე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა მამუკა
ხაზარაძის თანაგუნდელმა გიორგი სიორიძემ.
მისი თქმით, განაჩენი 8 აგვისტოთია დათარიღებული.
მამუკა ხაზარაძე 23 ივნისს დააკავეს, მას შემდეგ, რაც 8-თვიანი
პატიმრობა მიუსაჯეს „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში
შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. იგივე
განაჩენი დადგა მისი თანაგუნდელის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგაც.
ორივე მათგანი იმავე დღეს დააკავეს „ლელო - ძლიერი საქართველოს“
ოფისში.
„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სადავო
კომისიაში გამოუცხადებლობის
გამო პატიმრობაშია კიდევ ექვსი პოლიტიკოსი:
ნიკა მელია („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“);
ნიკა გვარამია („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“);
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“);
გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“/„ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობა“);
ირაკლი ოქრუაშვილი (ყოფილი თავდაცვის მინისტრი);
გივი თარგამაძე (პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის
ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტიკოსი).