ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით,
„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში გენოციდის
ჩადენაზე პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობის ხარჯზე არ უნდა
მოხდეს.
„მშვიდობა არ ნიშნავს დავიწყებას, არ ნიშნავს
დაუსჯელობას“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.
მისი თქმით,
ღაზაში ჩადენილი გენოციდის ჩამდენებმა კანონის წინაშე
პასუხი უნდა აგონ.
„მათ, ვინც ღაზაში ჩადენილი გენოციდის მთავარი
მონაწილეები იყვნენ, მართლმსაჯულების წინაშე პასუხი უნდა აგონ,
დაუსჯელობა არ შეიძლება“, - აღნიშნა სანჩესმა.