სახელმწიფო ღალატის მუხლით აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს
ბაქოს საბაილის რაიონულმა სასამართლომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, რამიზ მეხტიევს, აღკვეთის ღონისძიების სახით 4-თვიანი შინაპატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მიღებულია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ბრალდებებზე დაწყებული საქმის ფარგლებში.

მედიის ცნობით, მეხტიევი ბრალდებულია აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლით:

მუხლი 278 — სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი ხელში ჩაგდება ან მისი შენარჩუნება;

კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი ცვლილება;

მუხლი 274 — სახელმწიფო ღალატი;

მუხლი 193 — ყალბი მეწარმეობა

სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და განსაზღვრა შინაპატიმრობა ოთხი თვის ვადით.
Print ელ. ფოსტა
თეგები: აზერბაიჯანი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები