დღეს, 28 ოქტომბერს, მარნეულის 2021-2025 წლების მოწვევის საკრებულოს
ბოლო სხდომა გაიმართა.
საკრებულოს ბოლო სხდომა ქალი დეპუტატებისათვის ყვავილების თაიგულების
გადაცემით დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ ქალ
დეპუტატებს უთხრა, რომ თაიგულები გუნდმა მათდამი პატივისცემის ნიშნად
დაურიგა.
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამ შემადგენლობით საკრებულოს ბოლო
სხდომა მადლობის გადახდით დაიწყო.
„მინდა თითოეულ თქვენთაგანს მადლობა გადაგიხადოთ გაწეული
სამსახურისათვის, შრომისათვის. ჩვენ ძალიან ბევრი სხდომის ჩატარება
მოგვიწია. არაერთი პროექტის განხილვას დავუჭირეთ მხარი, რომელიც
განხორციელდა ჩვენს მუნიციპალიტეტში. ძალიან გული მწყდება, რომ
რამოდენიმე ჩვენს კოლეგასთან მოგვიწევს დამშვიდობება, მაგრამ ამით არ
სრულდება ჩვენი მეგობრობა, ჩვენი კოლეგიალობა. რა თქმა უნდა ჩვენ
გავაგრძელებთ ურთიერთობას. თქვენი გამოცდილება, თქვენი დაგროვილი
ცოდნა შეგვიძლია სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ“. -
განაცხადა ამირან გიორგაძემ
მარნეულის საკრებულოს ბოლო სხდომაზე 4 საკითხი განიხილეს. ოთხივე
საკითხზე საკრბეულომ, ტრადიციულად, დადებითი გადაწყვეიტლება
მიიღო.
საკრებულოს მიერ ბოლო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის იყო
2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, მარნეულის მუნიციპალიტეტში
სახალხო დღესასწაულის დაწესების შესახებ დადგენილებაში ცვლილების
შეტანა, რომლის მიხედვითაც „მარნეულობა 2025“ 20 ნოემბრამდე უნდა
ჩატარდეს და მასწავლებლის ჯილდოზე მარნეულის მუნიციპალიტეტიდან
წარდგენილი 7 მასწავლებლისთვის, წახალისების სახით, ფულადი ჯილდოს
გადაცემას.
საკრებულოს დასრულებისას 2021-2025 წლების მოწვევის საკრებულოს
დეპუტატებმა მარნეულის მერიის წინ საერთო ფოტო გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს სხდომას ოპოზიციონერი დეპუტატები არ
ესწრებოდნენ.
2025-2029 წლის მოწვევის, ახალი, საკრბეულოს სხდომა 30 ოქტომბერს
გაიმართება.
რადიო „მარნეული“