გიორგი მუმლაძეს ბრალი პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის წაუყენეს - შსს კომენტარს არ აკეთებს
27 ოქტომბერს თბილისში დაკავებული გიორგი მუმლაძე დიღმის N3 იზოლატორშია გადაყვანილი. ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ გიორგი მუმლაძის მეუღლემ დაუდასტურა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სასამართლოს დანიშვნას ელოდებიან.

გიორგი მუმლაძის მეუღლის თქმით, აქციაზე დაკავებულ მუმლაძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწვვას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს

ჯარიმას 2 000-დან 5 000 ლარამდე ან პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გიორგი მუმლაძის დაკავებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები