დღეს, 29 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ ქვემო ქართლში
სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე ილია ჯალაღონია დანიშნა.
ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი სოციალურ ქსელში
ავრცელებს.
„ქვემო ქართლის მხარის“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით,
ირაკლი კობახიძემ ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა
სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი
პროექტების ეფექტიანად განხორციელების პროცესში.
„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტების ხარისხიანად
და განსაზღვრულ ვადებში შესრულებასთან ერთად, პრიორიტეტულია
მოსახლეობის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირება,
რასაც სახელმწიფო რწმუნებულმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა
დაუთმოს“. - აღნიშნულია სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციის განცხადებაში
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ილია ჯალაღონია პროფესიით
იურისტია. წლების განმავლობაში მუშაობდა სამართალდამცავ სისტემაში და
იყო სხვადასხვა რეგიონის საქალაქო პროკურორი.
ილია ჯალაღონია 4 სექტემბიდან დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო
რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მისმა წინამორბედმა,
ლევან ხარაბაძემ 122 დღიანი მუშაობის შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულის
თანამდებობა დატოვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
უფროსის მოადგილე გახდა.
გუშინ,
28 ოქტომბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ორი ახალი
მოადგილეც დაინიშნა. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ავთანდილ
ჭიკიშვილი და სოსო ალიბეგაშვილი გახდნენ.