მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის
"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განკარგულებით, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი უკრანისთვის გადასაცემად 1 500 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის გენერატორებს შეისყიდის, ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გენერატორები საქართველოს მთავრობამ უკრაინას ომის დაწყების შემდეგ მანამდეც გაუგზავნა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2023 წლის 6 იანვარში განაცხადა, რომ 1.5 მლნ ლარად

შეძენილი საქართველოდან გაგზავნილი 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი უკრაინაში უკვე ჩაიტანეს.

საქართველოს მთავრობამ უკრაინაში გენერატორები მას შემდეგ გაგზავნა, რაც მანამდე, რაც საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის იმჟამინდელმა შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ გენერატორები საქართველოს ხელისუფლებას 1 თვის ადრე სთხოვეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.

უფრო ადრე უკრაინაში ჩაიტანეს სამოქალაქო აქტივისტების მიერ შეგროვილი თანხით ნაყიდი სამასზე მეტი გენერატორი.

უკრაინის ენერგეტიულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად ადგილზე ბუნებრივი აირით, ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების პრობლემები აქვს.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები