ოცნების ხელისუფლება სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული
წარმატებებისთვის სპორტსმენებს 40 000-დან 600 000 ლარამდე ფულად
ჯილდოებს გადასცემს.
განკარგულებას ხელს აწერს ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი
კობახიძე.
ოცნების ხელისუფლების მთავრობის განკარგულებით, ბერძნულ-რომაული
სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრ ვახტანგ
ლოლუას, ჭიდაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის
დაკავებისთვის 85 000 ლარი გადაეცემა. გარდა ამისა, სპორტსმენი
დამატებითი ფულადი პრიზის სახით 65 000 ლარს მიიღებს.
განკარგულების თანახმად,
რომელიც საქართველოს მთავრობამ დღევანდელ
სხდომაზე დაამტკიცა, 2025 წლის მსოფლიო თამაშებზე ძალისმიერი სამჭიდის
შეჯიბრებაში პირველი ადგილის დაკავებისთვის, ძალისმიერ სამჭიდში
საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრი თემურ სამხარაძე ფულად
პრიზს 40 000 ლარს მიიღებს.
პარაძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში
საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, გუნდის მიერ პირველი
ადგილის დაკავებისთვის, ფულად პრიზს 102 000 ლარს და დამატებით ფულადი
პრიზს 98 000 ლარს მიიღებენ.
კალათბურთში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გუნდის
წარმატებული ასპარეზობისათვის საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის
წევრები, მწვრთნელები, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალი ფულადი
პრიზს 595 000 ლარს და დამატებით ფულად პრიზს 2 405 000 ლარს
მიიღებენ.
ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრები, გუნდის მიერ ფუტსალში 2026
წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისათვის, ფულად პრიზს
500 000 ლარს მიიღებს.