სიახლე
10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მეტად დაისვენეთ, ნუ გადატვირთავთ ორგანიზმს. მოერიდეთ ინტენსიურ და ემოციურ საქმიანობას. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ყველა "პროფესორის" რჩევას არ ენდოთ.


კურო
არ დაარღვიოთ პირობა, პარტნიორთან ერთად განახორციელეთ ადრე დადგეგმილი იდეები. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

ტყუპი
დღეს შეიძლება საქმეები ადვილად დაიწყოთ, მაგრამ მიატოვოთ და აღარ დაასრულოთ. ზოგიერთს იძულებით შინ ყოფნა ელის. შეიძლება საქმეები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგონათ.

კირჩხიბი
თუ სულიერი ჰარმონიის შენარჩუნება გსურთ, არ დაიწყოთ რთული საქმეების შესრულება. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან.

ლომი
მეტი ყურადღება მიაქციეთ დაწყებულ საქმეებს, დეტალებს. კარგი დღეა კულინარიული ხელოვნების შესასწავლად. ეცადეთ, რაციონი ჯანმრთელი და სასარგებლო საკვებით გაამდიდროთ. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ქალწული
ჯანსაღი კრიტიკა და დეტალებისადმი მაქსიმალური დაკვირვება დღეს განსაკუთრებით გამოგადგებათ. მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები, რაც გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აგიმაღლებთ. ყურადღებას ითხოვს ფულთან, სიყვარულთან დაკავშირებული საკითხები.

სასწორი
დილა მშვიდ გარემოში გაატარეთ, დაისვენთ და გამოძინეთ. გაიუმჯობესეთ ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა. წვეულებაზე ბევრი საინტერესო გელით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ გაუთვალისწინებელი მოვლენებიც ხდება
ხოლმე.

მორიელი
დილას გაწონასწორებული და საქმიანი ხართ. შუადღისკენ შეიძლება გონება აგირიოთ ძველმა შეყვარებულმა, გრძნობამ, ნაცნობმა... ზოგიერთი ძველ პარტნიორთან (საქმიანთანაც კი) გადაწყვეტს ურთიერთობის აღდგენას.

მშვილდოსანი
მშვიდად და გააზრებულად იმოქმედეთ. არაფერი ახალი დღეს არ დაგეგმოთ. თუ ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ, ისეთი სასარგებლო პროცედურები ჩაიტარეთ, რაც მათ აღდგენაში დაგეხმარებათ. საღამოს დანიშნეთ პაემანი, წვეულება, მაგრამ აკონტროლეთ სიტუაცია და თავგადასავლებს ნუ ეძებთ.

თხის რქა
საღამომდე გეგმებისა და იდეების განხორციელებაში არავინ და არაფერი შეგიშლით ხელს. მშვიდად და დაკვირვებით შეგიძლიათ შეასრულოთ თქვენი საყვარელი საქმე. საღამოს შეიძლება ვნებებს აყოლილმა კონტროლი დაკარგოთ. განსაკუთრებთ, დეკემბრის თხის რქებმა.

მერწყული
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. შეასრულეთ მითითებები. მოერიდეთ რუტინული და საპასუხისმგებლო საქმეების შესრულებას. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით.

თევზები
ერთგული პარტნიორის დახმარების იმედი გქონდეთ. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. ამან შეიძლება თავადვე დაგაზარალოთ. თუ ადამიანი გულწრფელ საუბარზე ვერ აიყოლიეთ, იძულებით ნუ ეცდებით მისი საიდუმლოს გაგებას.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა,
გლდანში
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, გლდანში "ორი ნაბიჯის" გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
ძველ
თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და
სახურავი ჩამოიშალა.
ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და სახურავი ჩამოიშალა.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან
დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
დაიწყო.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია
Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირები საპრეზიდენტო პენსიით უნდა
სარგებლობდნენ,
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირები საპრეზიდენტო პენსიით უნდა სარგებლობდნენ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და
მონიტორინგის სამსახურის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან
დაწყებული სამუშაოების
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული სამუშაოების
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა,
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა,