„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაფი ორუჯოვი „ერთიანობა -
ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაშია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პარტიული
სიის მიხედვით, ორუჯოვს 56-ე ადგილი უკავია.
რაფი ორუჯოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისი
მთავარი ამოცანა საქართველოს ჭაობიდან ამოყვანა და „ქართული ოცნების“
რეჟიმის დასრულებაა.
კითხვაზე, აქვს თუ არა იმედი, რომ არჩევნების გზით პარლამენტში
შესვლას მოახერხებს, ორუჯოვი გვპასუხობს, რომ
„ენმ“ პარლამენტში დიდი
შემადგენლობით შევა.
„დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში შევალ. ყველაზე ნაკლები ხმა,
რასაც მივიღებთ, ეს 40% იქნება“. - აცხადებს რაფი
ორუჯოვი
რაფი ორუჯოვი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი 2021 წლის 30
ივლისს გახდა. ორუჯოვი მანამდე „ქართული ოცნების“ წევრი იყო და
გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
რადიო „მარნეული“