არჩევნების შედეგები მარნეულში - საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა
მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მარნეულის მასშტაბით არჩევნებში მონაწილეობა სულ 44 415-მა მოქალაქემ მიიღო. აქედან 1 189 ბიულეტენი გაბათილდა.

შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მარნეულში არჩევნები ასეთი შედეგით დასრულდა:
  • 3 „საქართველოს ერთობის და განვითარების პარტია“ – 43 ხმა
  • 4 „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 709 ხმა
  • 5 „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 5 399 ხმა
  • 6 „ევროპელი დემოკრატები“ – 71 ხმა
  • 8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 187 ხმა
  • 9 „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ -1 657 ხმა
  • 10 „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 27 ხმა
  • 12 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 12 ხმა
  • 16 „შეცვალე საქართველო“ – 32 ხმა
  • 17 „საქართველო“ – 16 ხმა
  • 20 „თავისუფალი საქართველო“ – 25 ხმა
  • 21 „ტრიბუნა“ – 43 ხმა
  • 23 „ჩვენ“ – 20 ხმა
  • 25 „გახარია საქართველოსთვის“ – 432 ხმა
  • 26 „მემარცხენე ალიანსი“ – 6 ხმა
  • 36 „გირჩი“ – 103 ხმა
  • 41 „ქართული ოცნება“ – 34 394 ხმა

აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განსხვავებული აზრი დაწერეს და არ დაეთანხმნენ მარნეულის N22 საარჩევნო ოლქში შემაჯამებელი ოქმის შედგენას. კომისიის წევრები განმარტავენ, რომ არჩევნების დროს დაირღვა ფარულობის პრინციპი და არჩევნები არასამართლიან, მტრულ და არაკონკურენტუნარიან გარემოში გაიმართა.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები