პოლიციამ საქართველოს მასშტაბით დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, გურიის, ქვემო და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, 13 პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, რომელთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია.

პოლიციელებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ავტომატური

ცეცხლსასროლი იარაღი, შაშხანა და საბრძოლო მასალები.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები