შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025
წლის პირველ 9 თვეში 4 480 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტოავარიებში იანვრიდან სექტემბრამდე 345 ადამიანი დაიღუპა და 6 041
დაშავდა. დაღუპულთაგან 112 ქვეითად მოსიარულე იყო, 35 - ბავშვი.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევების 26%, ანუ
1990 შემთხვევა თბილისში მოხდა. დედაქალაქში ავარიების მსხვერპლთა
რიცხვი 73-ია.
რეგიონებიდან ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა
იყო აჭარაში, სადაც
499 ავარიას 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შსს-ს მონაცემების მიხედვით, ორჯერ მეტია ავტომობილის შეჯახების
შემთხვევები ქვეითად მოსიარულეზე [1385 შემთხვევა, 112 გარდაცვლილი,
1246 დაშავებული], ვიდრე ავტოსაგზაო შემთხვევები მოტოციკლის
მონაწილეობით [ 748 შემთხვევა, 20 გარდაცვლილი, 713 დაშავებული].
ოფიციალური სტატისტიკით, ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლები უფრო
ხშირად ხდებიან კაცები, ვიდრე ქალები - 2025 წლის პირველ 9 თვეში
ავარიებში დაიღუპა 271 კაცი და 74 ქალი.
ევროკავშირის ქვეყნებში მილიონ მოსახლეზე საშუალოდ 44 გარდაცვლილი
მოდის, საქართველოში - 129, ანუ სამჯერ მეტი.