"ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი პარტის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა, დღეს 10 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი სიტყვებით იგეგმება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელების შეტანა რამდენიმე ეტაპად, პირველ ეტაპზე გასაჩივრდება საგამოძიებო კომისიის (წულუკიანის კომისიის) დასკვნა. ბეჟაშვილ

ის სიტყვებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეიტანეს.

მისი განმარტებით, მეორე ეტაპზე გასაჩივრდება ის კანონები, რომლითაც ხელისუფლება პარტიებს აუქმებს.

„მესამე ეტაპი არის საკუთრივ „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით. პარტიაში იყო განსხვავებული აზრები, რამდენად ღირდა სამართალწარმოების დაწყება და „ქართულ ოცნებასთან“ ამ პოლემიკაში შესვლა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო იურიდიული საზოგადოების კონსულტაციების საფუძველზე მართებულად ჩაითვალა, რომ ამ ეტაპზე მოხდეს ჩვენი მხრიდან იმ არგუმენტების წარდგენა, ", - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

მისი განმარტებით, ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე.

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს 31 ოქტომბერს მიმართა. პარტია მოითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს შორის სამი საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის გაუქმებას („ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო - ძლიერი საქართველო“). "ქართული ოცნების" მიერ პარტიებისა და კონკრეტული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ამკრძალავ კანონებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სარჩელი აქვს შეტანილი პარტიას "ძლიერი საქართველო ლელო".


წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები