მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთში,
სახელმწიფო ტყეში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და
ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევი 9 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის
სამასალე
მერქნის ტრანსპორტირებას მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო
საშუალებით ახორციელებდა.
კანონდარღვევა სახელმწიფო ტყეში მონიტორინგის მიზნით განთავსებული
ვიდეოხაფანგების საშუალებით გამოვლინდა.
ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე
შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია თიანეთის საქმიან ეზოში.