ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება მცხეთა-მთიანეთში
მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთში, სახელმწიფო ტყეში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევი 9 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის

სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.

კანონდარღვევა სახელმწიფო ტყეში მონიტორინგის მიზნით განთავსებული ვიდეოხაფანგების საშუალებით გამოვლინდა.

ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია თიანეთის საქმიან ეზოში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები