საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა
და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური
მარკების გასაღების ფაქტზე, თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის
უკანონო მიღების მიზნით, 1 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ,
გაასაღეს 2 000 ერთეული ქართული ყალბი
აქციზური მარკა. საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად ყალბი აქციზური მარკები სრულად იქნა
ამოღებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.