შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს
დაბადებული რ.რ. დააკავეს.
მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა - შენახვაში, ასევე, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობაში
და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი
მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანაში.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ
ნარკოდანაშაულის
ბრალდებით დაკავებულ რ.რ.-ს, საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე
მიწის ნაკვეთში, ფარულად, მიწის სიღრმეში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური
სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა.
აღნიშნული ტერიტორიის ჩხრეკისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
- 283 ძირი მცენარე „კანაფი“ და 3 კილოგრამამდე გამომშრალი
“მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე,
ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები,
წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260 კვარტა და 265 პრიმა
მუხლებით მიმდინარეობს.