Green Card-ის გათამაშება გადაიდო - როდის გამოცხადდება რეგისტრაციის დაწყების თარიღი
აშშ -ის მრავალფეროვნების ვიზების ლატარიის - Green Card-ის, იგივე „მწვანე ბარათის“ გათამაშების თარიღი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ყველაფერი წესისამებრ რომ მომხდარიყო, ლატარიაში რეგისტრაცია ნოემბრის პირველ რიცხვებში უნდა დასრულებულიყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე განმარტებულია, რომ რეგისტრაციის დაწყების თარიღი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

„დეპარტამენტი გარკვეულ ცვლილებებს ახორციელებს ვიზაზე განაცხადის პროცესში. ჩვენ რაც შეიძლება მალე გამოვაცხადებთ DV-2027 რეგისტრაციის პერიოდის დაწყების თარიღს, თუმცა,

ეს ცვლილებები გავლენას არ მოახდენს DV-2027-ისთვის შერჩეული პირების ვიზაზე განაცხადის პერიოდზე, რომელიც 2026 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2027 წლის 30 სექტემბრამდე ძალაში დარჩება“,
- ნათქვამია სახდეპის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თუმცა, გასულ კვირას, 5 ნოემბერს, როდესაც რეგისტრაცია უნდა დასრულებულიყო, სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომ პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. შეფერხების ერთ-ერთი მიზეზად აშშ-ის მთავრობის ე.წ. შათდაუნიც სახელდება.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ლატარიაში მონაწილეობა უფასო აღარ იქნებოდა და რეგისტრაციაში ყველა მსურველს 1 დოლარის გადახდა მოუწევს.

„მწვანე ბარათის“ რეგისტრაციისას ბოლოს შეფერხება 2017 წელს იყო, როდესაც ის „ტექნიკური მიზეზების“ გამო გადაიდო. რეგისტრაციის პირველ კვირაში წარდგენილი განაცხადები დაიკარგა და ახალი რეგისტრაციის პერიოდი იმავე წლის 18 ოქტომბერს დაიწყო და 22 ნოემბრამდე გაგრძელდა.

ცნობისთვის, მწვანე ბარათი აშშ-ის საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ბარათი მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი. თავად ბარათის გათამაშება კონგრესმა 1990 წლიდან დაიწყო. ის წელიწადში 55 000 ვიზის გაცემას ითვალისწინებს. აპლიკანტებმა, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უნდა დააკმაყოფილონ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის საშუალო სკოლის განათლება ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.

რაც შეეხება სტატისტიკას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2024 წელს, DV-2025 პროგრამაზე 19 927 656 განაცხადი დარეგისტრირდა.

Mənbə: BPN


Bizi Teleqramda izləyin! Yeni xəbərlər anında kanalda! Linkə daxil olub abunə olun!
Bizi WhatsAppda izləyin! Yeni xəbərlər anında kanalda! Linkə daxil olub abunə olun!
Digər maraqlı xəbərlər "Marneuli" radiosunun Facebook səhifəsində.
Bizi "Telegram"da izləyin.
Bizi "TikTok"da izləyin.
Bizi "İnstagram"da izləyin.
Bizi "X"da izləyin.
Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin! +995557994415
Gürcüstanın hər yerindən olan 22 onlayn media birləşdik ki, gec olmadan mübarizə aparaq.
Bu mübarizədə sənin dəstəyin həlledicidir. https://sinatle.media/

Müstəqil onlayn medianı dəstəkləmək üçün ianə et:

# GE76TB7548536080100013
# GE70BG0000000609775306

Repressiv rejim müstəqil onlayn medianı yox etməklə hədələyir. Bu real təhlükəni göstərmək üçün 22 media qurumunun vebsaytı müvəqqəti olaraq dayandırıldı. Bu simvolik addım “İşıq sönməməlidir” kampaniyasından əvvəl həyata keçirildi. Kampaniyanın məqsədi müstəqil medianı qorumaq üçün dəstəkçiləri birləşdirməkdir.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები