თბილისის შემოვლითი გზის სამუშაოების ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, თბილისის შემოვლითი გზის მეორე (წიწამური - ავჭალის მონაკვეთი) და მესამე (ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთი) ლოტის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, წიწამური-ავჭალის მონაკვეთის სიგრძე 6.5 კილომეტრია და მოიცავს 4-ზოლიან გზას, 3.5 კმ. სიგრძის გვირაბს, ხიდებს, კვანძებს და სხვა ხელოვნურ ნაგებობებს. აღნიშნულ მონაკვეთზე საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 11

537 526 აშშ დოლარს შეადგენს.

ცნობილია, რომ გზა 4-ზოლიანი იქნება და მისი სიგრძე 22.5 კმ-ია. ამ მონაკვეთზე აშენდება 4 კვანძი, 16 ხიდი და 4 პარალელური გვირაბი. ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთზე საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 15 586 956 აშშ დოლარს შეადგენს.

უწყების ინფორმაციით, საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) შესყიდვების პროცედურების შესაბამისად. საზედამხედველო მომსახურება ორივე ლოტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ზედამხედველობის მომსახურების ვადა 40 თვე იქნება.

ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთი იწყება ავჭალაში (არსებული ავჭალის სარკინიგზო ხიდის წინ) სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ „თბილისის შემოვლითი ძველი რკინიგზის დაუმთავრებელი მშენებლობის“ ხაზის გასწვრივ და მთავრდება დიდი ლილოს შესასვლელისა და დაუმთავრებელი სარკინიგზო შემოვლითი ხაზის გადაკვეთაზე - ლილოს ბაზრობამდე.

მთლიანად კი თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი-რუსთავის გზის) პროექტის სიგრძე დაახლოებით 51 კილომეტრია. პროექტი სულ 4 ლოტად არის დაყოფილი და სხვადასხვა ტერიტორიებს მოიცავს. კერძოდ:
  • ნატახტარი (წიწამური)-ავჭალას (ლოტი 2) მონაკვეთი - სიგრძე 6.5 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4-ზოლიანი საპირისპირო მიმართულების გზის; ასევე ორი კვანძისა და 3.4 კმ. სიგრძის საპირისპირო მიმართულების ორზოლიანი გვირაბის მოწყობა; მშენებლობის ღირებულება - 150 მლნ დოლარია;
  • ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) მონაკვეთი - სიგრძე - 22.5 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 16 ხიდის (გასასვლელების/გზასატარების, საფეხმავლო გადასასვლელების და კვანძის შემადგენლობაში მოსაწყობის ჩათვლით), 4 კვანძის, 4 ახალი გვირაბის მშენებლობა და 4 არსებული გვირაბის ადაპტირება; სავარაუდო მშენებლობის ღირებულება - 300 მლნ დოლარია;
  • აეროპორტი-ლოჭინის უბნის (ლოტი 4) მონაკვეთი - სიგრძე - 10.9 კმ.ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაგეგმილია 3 კვანძის მშენებლობა, 16 ხიდის (გასასვლელების/გზასატარების, გადასასვლელების და კვანძის შემადგენლობაში მოსაწყობის ჩათვლით), და 2 საფეხმავლო ხიდის (გეზ-ის და კახეთის გზატკეცილის ზონაში) მოწყობა. დაგეგმილი ხიდებიდან ერთს აქვს უშუალო შეხება მდინარესთან (მდ.ლოჭინის კვეთა).; მშენებლობის ღირებულება - 100 მლნ დოლარია;
  • ლოჭინი-რუსთავის (ლოტი 5) მონაკვეთი - სიგრძე - 11 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2 კვანძის მშენებლობა; საავტომობილო გზის დერეფანში გათვალისწინებულია 9 სახიდე გადასასვლელის (6 ხიდი თითო მიმართულებით მთავარ გზაზე და 3 ხიდი მეორად გზაზე და გზაგამტარებზე) მოწყობა; მშენებლობის ღირებულება - 70 მლნ დოლარია.

Gürcüstanın hər yerindən olan 22 onlayn media birləşdik ki, gec olmadan mübarizə aparaq.
Bu mübarizədə sənin dəstəyin həlledicidir. https://sinatle.media/

Müstəqil onlayn medianı dəstəkləmək üçün ianə et:

# GE76TB7548536080100013
# GE70BG0000000609775306

Repressiv rejim müstəqil onlayn medianı yox etməklə hədələyir. Bu real təhlükəni göstərmək üçün 22 media qurumunun vebsaytı müvəqqəti olaraq dayandırıldı. Bu simvolik addım “İşıq sönməməlidir” kampaniyasından əvvəl həyata keçirildi. Kampaniyanın məqsədi müstəqil medianı qorumaq üçün dəstəkçiləri birləşdirməkdir.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები