ქართული ვაშლის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია
ქართული ვაშლის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე გავიდა 7.435 მლნ დოლარის ღირებულების 11 715 ტონა ვაშლი.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტი მხოლოდ ერთ წელში 466%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, შარშან 9 თვეში ექსპორტირებულია 1.314 მლნ დოლარის ღირებულების 2 019 ტონა ქართული წარმოების ვაშლი.

ამასთანავე, საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ ვაშლის მთავარი საექსპორტო ბაზარი წელს რუსეთი იყო, რომელსაც იმპორტში 95.7%-იანი წილი ეკავა.

2025 წლის იანვარ-სექტემბერში კი ქართული წარმოების ვაშლის ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა:
  • რუსეთი - 7.116 მლნ დოლარის 11 355 ტონა;
  • ბელარუსი - 227.9 ათასი დოლარის 208.6 ტონა;
  • თურქეთი - 44.7 ათასი დოლარის 59.1 ტონა;
  • სომხეთი - 30.7 ათასი დოლარის 31.8 ტონა;
  • ყაზახეთი - 15 ათასი აშშ დოლარის 60 ტონა.
„ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, გასულ

წელს 1 კგ. ქართული წარმოების საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 65 ცენტი იყო, წელს კი ღირებულება 63 ცენტს შეადგენს.

რაც შეეხება იმპორტს, 80%-იან კლებას აჩვენებს. უფრო დეტალურად, გასული წლის 9 თვეში საქართველომ 5.137 მლნ დოლარის 7 264 ტონა ვაშლი იყიდა, წელს იმავე პერიოდში კი 1.023 მლნ დოლარის ღირებულების 1 239 ტონა.

გასულ წელს ვაშლის იმპორტი ქვეყანას გადასახადების გარეშე საშუალოდ 71 ცენტი უჯდებოდა, წელს კი 82 ცენტი. მონაცემების თანახმად, ვაშლის იმპორტი 15%-ით გაძვირდა.

რაც შეეხება სავაჭრო ბაზრებს, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ვაშლი ძირითადად შემდეგი 5 ქვეყნიდან შეიძინა:
  • თურქეთი - 629.5 ათასი დოლარის 860 ტონა;
  • ნიდერლანდები - 156 ათასი დოლარის 80 ტონა;
  • უკრაინა - 115 ათასი დოლარის 160 ტონა;
  • პოლონეთი - 35.3 ათასი დოლარის 41 ტონა;
  • ჩილე - 27.8 ათასი დოლარის 20 ტონა.
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები