2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო
ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20.832 მლრდ დოლარი
შეადგინა,
რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.6 პროცენტით მეტია
- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშშია
აღნიშნული.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 5.836
მლრდ დოლარი იყო (გაიზარდა 6.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი
14.995 მლრდ
დოლარი (გაიზარდა 9.3 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 9.160 მლრდ
დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0 პროცენტია.