ბოლნისის ნაგავსაყრელიდან ნარჩენების გადატანის სადგურის მშენებლობაზე 1,82 მილიონი ლარი დაიხარჯა
ბოლნისში, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა, რომელიც 2024 წლის ნოემბერში დაიწყო და რომლის ბიუჯეტმა 1 820 300 ლარი შეადგინა, დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში განთავსებული ახალი ნარჩენების გადამტვირთავი სადგური „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ სადგურის ამოქმედებით, მუნიციპალიტეტებისთვის დაიზოგება ტრანსპორტირების ხარჯები.

„ბოლნისის

გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა, რომელიც 2024 წლის ნოემბერში დაიწყო, უკვე დასრულებულია და ობიექტი ოპერირებას წლის ბოლოს შეუდგება. ახალი სადგურის ამოქმედებით მუნიციპალიტეტებისთვის დაიზოგება ტრანსპორტირების ხარჯები. გამართული ინფრასტრუქტურა პირდაპირ უკავშირდება გარემოს უსაფრთხოებას და, შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობას,“
– განაცხადა გოგოლიძემ.

არსებული ინფორმაციით, გადამტვირთავი სადგური ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება, ხოლო მათი ნარჩენები ამ ეტაპზე მარნეულის არსებულ ნაგავსაყრელზე იტვირთება.

აღსანიშნავია, რომ თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში ახალი, რეგიონული უსაფრთხო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ობიექტის ამოქმედებისთანავე, მარნეულის არსებული ნაგავსაყრელი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით დაიხურება.

წყარო: ბმ

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები