საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის
შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების შედეგად ამოღებულია 150 000 კოლოფი „FARGO“-სა და
„MILANO“-ს დასახელების სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 690 000
ლარს აღემატება.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200
მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,
რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე.
საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ
სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათზე სამართლებრივი
რეაგირების უზრუნველსაყოფად.