ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში
„სადახლო-საავტომობილო“, უცხო ქვეყნიდან შემოსული,
9450 ცალი სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილებით დატვირთული
ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
სასაზღვრო-საკარანტინო
კონტროლის პროცედურების განხორციელებისას,
საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა კერძოდ,
მცენარეებზე მავნე ორგანიზმებით გამოწვეული დაზიანებები
გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების
შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას
დაექვემდებარა.