შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს
თანამშრომლებმა,
მუქარისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით, 1999 წელს
დაბადებული ნ.ი. დააკავეს.
დანაშაულები 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ
ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ფსიქოლოგიურად იძალადა
2000 წელს დაბადებულ მ.კ.-ზე, რის გამოც მის მიმართ გამოცემული იყო
შემაკავებელი ორდერი.
ნ.ი.-მ
დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და
ვალდებულებები და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ.კ.-ს, რის გამოც
პოლიციამ ნ.ი. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 381-ე პრიმა მუხლებით
მიმდინარეობს.