შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად,
უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,
ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ეგვიპტის, ეთიოპიის, თურქეთის,
თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, კამერუნის, კენიის,
კონგოს, კუბის, ნეპალის, ნიგერიის, რუსეთის, სუდანის, შრი-ლანკისა და
ჩინეთის - ჯამში 47 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,
გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა
დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე
პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს
საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის
მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების
განხორციელება.